საქართველოს საპატრიარქოს სინოდალურმა კომისიამ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გადაწყვეტილება მიიღო.
ბაგრატის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო
სინოდალურმა კომისიამ ქუთაისის მღვდელმთავარს მეუფე იოანეს მიმართა, რომ იღუმენ გიორგი ნებიერიძეს და მღვდელ-მონაზონ იაკობ სებისკვერაძეს მღვდელმოქმედების უფლება 23 ნოემბრამდე, გიორგობის დღესასწაულამდე შეუჩერდეს.
იგივე ვადით შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება იეროდიაკონს კონსტანტინე აბდალაძეს, ხოლო ბერ გიორგი ჩანქსელიანს და ბაგრატის ტაძრის სტიქაროსანს ირაკლი ქუთათელაძეს შობის დღესასწაულამდე აეკრძალათ წმინდა ზიარების უფლება.
ქუთაისში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 1-ელ სექტემბერს მოხდა.