იგეგმებოდა “კეტილეპტის” დოზის გაზრდა, რაც ჩვენს მიერ იქნა აღკვეთილი – ჯიშკარიანი სააკაშვილზე

ცენტრ “ემპათიას” დასკვნა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. მესამე პრეზიდენტის ფარმაკოლოგიური წამების შესახებ ორგანიზაცია ვრცელ ანგარიშს ამზადებს.

“იგეგმებოდა კეტილეპტის დოზის გაზრდა, რაც ჩვენს მიერ იქნა აღკვეთილი. შესაბამისად, დაინიშნა ისეთი პრეპარატი, რომელიც ამას კორეგირებას გაუწევდა და შემდგომში ჩვენ ვნახეთ, მეორე დღეს იყო ეფექტი უკვე და სასამართლოზე შეძლო მონაწილეობის მიღება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს პრეპარატი დაინიშნა სრულიად არამართებულად და ჩვენ არა ჩვენი შეხედულებისამებრ ვამბობთ ამას, არამედ ვამბობთ ყველა პროტოკოლზე, გაიდლაინზე დაყრდნობით. ეს შეიძლება განხილული იყოს როგორც ფარმაკოლოგიური წამება და კიდევ უფრო უარესი, ფსიქო-ფარმაკოლოგიური წამება. ნეიროლეფსიური საშუალება და ეს პრეპარატი არ არის ძილისთვის დანიშნული, იქ დაინიშნა ძილისთვისაც, დღისითაც. იგეგმებოდა გაზრდა და გაიზარდა ზოგჯერ, ზოგჯერ არა, შესაბამისად, არ ჩანს მიზანი, რატომ იყო დანიშნული ეს პრეპარატი”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშინანა კაკაბაძე – ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, არ არის იმ როლში, რასაც ავალდებულებს კანონი
შემდეგი სტატიაროგორც იქნა, მოვესწარით… – ჯაღმაიძე აზარტული თამაშების კანონპროექტზე