იგეგმება თუ არა არჩევნების გადადება ?

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, არჩევნების გადადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

“არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას. ისევე, როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება”, – აცხადებს გახარია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის განმარტებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის განმარტებით, დიდ ქალაქებში სწავლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კერძო სკოლებსაც ეხება