იგეგმება, რომ აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომლები სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შევიდნენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაგეგმილია, რომ აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომლები სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შევიდნენ. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ალგორითმის დამატებით ჯგუფზე მუშაობა მიმდინარეობს და ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით, როგორც გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებსა და მაღაზიებში გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერ ვადას ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიაგრესიული ტესტირების შედეგად, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი : ქვეყანაში პურის ფასის ზრდა არ მოხდება, ამის წინაპირობა ბაზარზე არ არსებობს