იერუსალიმში, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი დაკავებულია

იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში პალესტინელ მორწმუნეებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი კი დაპატიმრებულია.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ხალხმა შეკრება დილის 4 საათზე დაიწყო და ზოგიერთ ადამიანს ხელში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” დროშა ეკავა.

შეტაკებები იმ დროს დაიწყო, როდესაც რამდენიმე სამართალდამცავი უშუალოდ მეჩეთში შევიდა.

დემონსტრანტები ქვებს ისროდნენ, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. ოფიციალური ინფორმაციით, სამი პოლიციელი დაშავდა, ორ მათგანს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება