25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

იერუსალიმში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

იერუსალიმის რეგიონში მცხოვრებ აშშ-ის 20 წლის მოქალაქეს სასამართლოში ბრალს წარუდგენენ უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, რაც ირანის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობას გულისხმობს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია აცხადებს, რომ  ახალგაზრდა მამაკაცი 9 ივნისს დააკავეს ირანთან დაკავშირებულ აგენტთან კონტაქტის ეჭვით. გამოძიების ვერსიით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეჭვმიტანილი „სენსიტიურ ობიექტებს“ ფოტოებსა და ვიდეოებს უღებდა, რისთვისაც თითოეულ დავალებაზე ათეულობით ან ასეულობით დოლარს იღებდა.

დღეს ეჭვმიტანილის წინააღმდეგ პროკურორის განცხადება შევიდა სასამართლოში, რაც იმის ნიშანია, რომ მას ოფიციალურ ბრალს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. პოლიციამ სასამართლოს დაკავებულის პატიმრობაში დატოვება სამართლებრივი პროცესის დასრულებამდე მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიდმიტრი პესკოვი: რუსეთი საწვავის იმპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
შემდეგი სტატია“კანონი მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესებით მოქმედებს”- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი