რამდენიმე წუთის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა იერუსალიმში, სადაც უცხოური მედიის ინფორმაციით ავტობუსი აფეთქდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანება ოცმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, მეორე ავტობუსში მყოფი მგზავრები დაშავდნენ, რომელმაც აფეთქების მომენტში ჩაუარა იმ ავტობუსს, რომელშიც აფეთქება მოხდა.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქების მიზეზი უცნობია. არ გამორიცავხენ, რომ ტერაქტი მოხდა.