იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიისთვის ემზადებიან

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიისთვის ემზადებიან. ტაძარი უკვე გაიღო, ადგილზე მომლოცველები მივიდნენ.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები დღეს, დილის ცხრიდან ათ საათამდე უნდა მისულიყვნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენელები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში უშვებენ. ვისაც არ აქვს გაკეთებული კორონავისურის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩებიან.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის შემდეგ სტიქიამ გურჯაანი დააზარალა
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 051 ფაქტი გამოავლინა