(ვიდეო) იერუსალიმის პატრიარქი აფხაზ მომლოცველებს შეხვდა

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III აფხაზეთიდან ჩასულ მომლოცველებს შეხვდა. როგორც სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება, მან დალოცა მომლოცველები, მათი ოჯახები, ქვეყანა, ხალხი და მთავრობა. „ჩვენ ყველანი ერთი ეკლესიის წიაღში ვართ და უნდა შევეცადოთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი რათა ვიცხოვროთ მშვიდობიანად და თანხმობაში“, – აღნიშნა შეხვედრაზე იერუსალიმის პატრიარქმა.
აფხაზმა მომლოცველებმა სამახსოვროდ გადასცეს თეოფილოს III-ს სურათი, რომელზეც გამოსახულია ახალი ათონის მამათა მონასტერი.
მომლოცველები გეგმავენ აფხაზეთში წმინდა ცეცხლი ჩააბრძანონ.

https://youtu.be/qjaB7PdKsfU

 

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: „ეს არის ღალატის ანატომია!“
შემდეგი სტატიაგერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს