14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

იერიშის შედეგად უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი დაშავდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი სერჰიი “ფლეში” ბესკრესტნოვი  მის სახლზე რუსული დრონების მიტანილი დარტყმის შედეგად დაშავდა.

დაშავების შესახებ ინფორმაცია მან დილით სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან საავადმყოფოდან ფოტო გამოაქვეყნა  და დაწერა, რომ მისკენ ოთხი რეაქტიული Shahed-ის ტიპის დრონი გამოუშვეს. მისივე თქმით, ერთი მართვადი რაკეტა მისი სახლის კედელს მოხვდა.

2026 წლის იანვარში ბესკრესტნოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის, მრჩევლად დაინიშნა, ტექნოლოგიურ საკითხებში სპეციალიზაციით.

“მე დავშავდი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სასწაულებრივად ცოცხალი ვარ, მე ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და ეს არ შემაჩერებს,” – წერს ბესკრესტნოვი.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადეკანოიძე: პარტიების აკრძალვაზე საუბარი ხალხის პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა