იენს სტოლტენებრგი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეკრება თბილისში ადასტურებს ნატო-ს ძლიერ მხარდაჭერას

Bilateral meeting between NATO Secretary General Jens Stoltenberg and Giorgi Kvirikashvili (Prime Minister of Georgia)

“თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეკრება, 28 წევრისა და მონტენეგროს შემადგენლობით, ადასტურებს ძლიერ მხარდაჭერას, ძლიერ პარტნიორობას ნატოსა და საქართველოს შორის”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენებრგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. მან შეხვედრას პროდუქტიული და წარმატებული უწოდა.

“ჩვენ ახლა გავმრათეთ ნატო-საქართველოს კომისიის ძალიან პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა. ჩვენ პროდუქტიულად და ღრმად განვიხილეთ საქართველოს წვლილი ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველოს მიერ მიმდინარე რეფორმებში მიღწეული პროგრესი და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი მდგომარეობა”, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენებრგის თქმით, ნატო-ს და საქართველოს აკავშირებით ორმხრივ მხარდაჭერაზე ორიენტირებული პარტნიორობა.

“ნატო-ს და საქართველოს პარტნიორობა არის ძლიერი და კიდევ უფრო ძლიერდება. ნატო მადლობელია ქართველი სამხედროების სამსახურისთვის ავღანეთში, ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და ასევე ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველომ მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. საქართველო ასევე ახორციელებს ამბიციურ თავდაცვით რეფორმებს, აგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას. ეს ყველაფერი ეხმარება საქართველოს ნატოსთან დაახლოებაში. საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის – ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელიც უკვე იძლევა შედეგებს, მომზადებისა და წვრთნის ერთობლივი ცენტრი, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაში ეხმარება. ნატო-ს მოკავშირეების ექსპერტები აქ თბილისში ეხმარებიან რეფორმების განხორციელებაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ჩვენ მივესლამებით საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების მხრივ მიღწეულ პროგრესს, ყველა ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ნატო-სთვისაც. ეს არის ქვაკუთხედი საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის. ნატოს სამიტზე ვარშავაში ნატო-ს ლიდერები მიესალმნენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება, და მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს. ჩვენ ველით, რომ მომავალი არჩევნები დააკამყოფილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტებს. ეს მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგან ნატო არის ღირებულებებზე დამყარებული ერთობა, მათ შორის დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე. თუმცა რეფორმები უფრო მეტად მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობისთვის და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. ნატო-ს ლიდერებმა გამოხატეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარადჭერა საქართველოსადმი. დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბა თბილისში, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, მაგრამ ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში ნატო-ს პირველ საერთაშორისო სამიტს ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს