იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი ხელისჭემწყობი მძლავრი იმპულსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით-დავით ზალკალიანი

“ასეთი დატვირთვით ნატოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-სთვის”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატო-ს ეგიდით საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიზიტი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ. მინისტრის განცხადებით, ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში, მიმდინარე და მომდევნო კვირა უაღრესად ინტენსიური იქნება.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს იქიდან გამომდინარე, რომ იგი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და ეს ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტი და მომდევნო კვირას მე მექნება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი ინტენსივობით და ასეთი დატვირთვით საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, თუ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ასევე ემთხვევა ნატოს-ს წავლებებს, რომელშიც ნატოს პარტნიორი და წევრი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში ინტეგრირებისთვის და ამ ინტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით
საქართველო ლიდერ ქვეყნად არის აღიარებული:

“უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება ვიზიტი, ვისაუბრებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც პრიორირეტულია. საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს და ამ ინტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით საქართველო ლიდერ ქვეყნად არის აღიარებული: ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, არსებითი პაკეტი, და ის წვრთნები, რომელიც ამ ვიზიტის დროს გაიმართება მართლაც მიანიშნებს უაღრესად ინტენსიურ და პოზიტიურ შესრულებაზე საქართველოს მხრიდან ყველა ძირითად მიმართულებაზე. ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის თავდაცვის, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირების კუთხით. ეს ვიზიტი კიდევ ერთი ხელისჭემწყობი მძლავრი იმპულის იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე,საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარეთნ და პარლამენტის წევრებთან.
იენს სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.​

banner
წინა სტატიაშიხაშურში, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა
შემდეგი სტატიაკობა დავითაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარად აპირებს კენჭის ყრას