იენს სტოლტენბერგი – ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს უკრაინასა და საქართველოში

ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს და რუსეთის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ალიანსს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სამიტი ალიანსისთვის გადამწყვეტ მომენტში იმართება და დღეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ეტაპი დაიწყება.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები ასევე განიხილავენ ჩინეთთან ურთიერთობას, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს ქმნის.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ლიდერები დღეს დაამტკიცებენ ალიანსის ამბიციურ დღის წესრიგს – ნატო 2030, რომელიც ეხება კოლექტიური თავდაცვის და ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას.

banner
წინა სტატიაშითბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“ – საქართველოს სჭირდება ეს პროექტი და ელექტროენერგია