იენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე ნატო-ს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა

ვარშავის სამიტზე ნატო-ს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა. – ამის შესახებ ვარშავაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენებრგმა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

“ამ სამიტზე მონტენეგრო იქნება წარმოდგენილი, რადგან ის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ოფიციალურად იმყოფება და ის საბოლოოდ გახდება ალიანსის წევრი, როგორც კი ნატო-ს 28 წევრი მოახდენს პროტოკოლის რატიფიცირებას. ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. 28 წევრიდან ჩვენ 29 წევრი გავხდებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის ახლო პარტნიორებთან. რაც შეხება საქრთველოს – აპლიკანტ სახელწმიფოს, ჩვენ ვმუშაობთ მათთან, ვეხმარებით მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში. უელსის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოსთვის ყოვლისმომცველი პაკეტის მინიჭება, მას შემდეგ ვმუშაობთ ამ პაკეტის განხორციელებაზე. გავაგზავნეთ ჩვენი მწვრთნელები, გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, როგორც მტკიცე სიგნალი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ჩვენი მხარდაჭერისა. ჩვენ მივესალამებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ჩვენ ვაგრძელებთ, საქართველოს ძალსიხმევის მხარდაჭერას”, – განაცხადა იენს სტოლტენებერგმა.

მისივე თქმით, სამიტზე ალიანსი დაადასტურებს აღმოსაველელი პარტნიორების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერას, რომ დაეხმაროს მათ, გაუძლონ გარე ზეწოლას და გააგრძელონ რეფორმები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში საქართველოს ელჩად შესაძლოა, მიხეილ ჯანელიძე დაინიშნოს
შემდეგი სტატიასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება