იენს სტოლტენბერგი : ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში

ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ თბილისში ვიმყოფები, საქართველოში კიდევ ერთხელ მომეცა ეს შესაძლებლობა, ამჯერად ჩამოვედი თქვენი მოწვევით სწავლების ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ერთობლივი სწავლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ადასტურებს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის ძლიერი. მეორეჯერ ვიმყოფები ამ რანგში.

ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად არის მნიშვნელოვანი, ეს ერთობლივი სწავლება ტარდება შეფასებისა და წვრთნის ერთობლივი ცენტრის ეგიდით და მას საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს. ცენტრის გახსნა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ერთობლივი პროგრამის განხორციელების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ ის მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ჩვენს ურთიერთობებში. 2015 წელს ამას ხაზი გაესვა“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია.

„გასულ წელს ჩვენ ამას გავუსვით ხაზი გადაწყვეტილება, 2008 წელს რომელიც იქნა მიღებული, რომ საქართველო უცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა ძალიან დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება ამ კვირის განმავლობაში ადასტურებს იმას, რომ ძლიერი თანამშრომლობა გაგვაჩნია. საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა. მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე, გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების ზედამხედველობის როლი, ასევე სასამართლო სისტემის მიერართულებით გაზლიერდა რეფორმების განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართლებით ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტორი დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში.

მივესალმები იმას, რომ ვალდებულებად იკისრეთ მშპ-ს 2 % გამოიყოს ბიუჯეტიდან თავდაცვის მიზნებისთვიოს, ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე, ეს გააძლიერებს თქვენს სამხედრო ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მოგიწოდებთ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ ალიანსში მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტსნ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები. ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფღტხოების გაძლიერებულ როლს, ამიტომაც ვაძლიერებთ ურთიერთობებს საქართველოსა და ნატოს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება. სამხედრო ძალები საზღვაო კვადორიაში, ჩვენ ვახავთ დღეიდან რა შეიძლება გაკეთდეს ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვადორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები.

მადლობა მასპინძლობისთვის ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივ და რიცხვობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს მალე მოგესალმებით ნატო-ში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგის ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას – პრემიერი
შემდეგი სტატიაანა დოლიძე მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს