იენს სტოლტენბერგი-უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა თავად ნატოს ინტერესებშია.

„უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ ჩვენს საკუთარ ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაძლოს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია ისინი მზად იყვნენ „ცუდი ამბებისთვის“, რადგან, მისი თქმით, ომი ცვალებადი პროცესია და უკრაინის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან.

„ჩვენ, ასევე, ცუდი ამბებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ომის მსვლელობა არა მუდმივი, არამედ ცვალებადი პროცესია. უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს. ახლანდელი ომი – დაღლამდე ომია, ეფექტიანობისთვის ბრძოლაა, ლოგისტიკისთვის ბრძოლაა“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის მახლობლად, სტეფნოიესთან, დატყვევებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს
შემდეგი სტატიაორმა პარტიზანმა ქალმა 35 რუსი ოკუპანტი მოწამლა-35 მოწამლულიდან 24 გარდაიცვალა