იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ნატოს ახლო პარტნიორები არიან

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ის უახლოეს მომავალში უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს როგორც უკრაინასა და საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონს.

მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობა ნატო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენ მათი მჭიდრო პარტნიორები ვართ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და პატივს ვცემთ ფაქტს, რომ ერთად ვმუშაობთ აქტიურად შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია ნატო-ს მოკავშირეებისთვისაც. ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერების, წვრთნების მხრივ ორივე ქვეყნისთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის და როდესაც შევხვდებით მომავალ სამიტზე, ასევე, თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიძამაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზი არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის
შემდეგი სტატიაგვარამია: “მიხეილ სააკაშვილი ცუდად არაა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა”