იენს სტოლტენბერგი: თუ უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში გრძელვადიანი ომი არის მოსალოდნელი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უდავოა, რომ საბოლოოდ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება.

„ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი დადებენ იარაღს, ჩვენ მშვიდობა გვექნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც აღინიშნა, ივლისში ვილნიუსში ჩატარებული ნატო-ს სამიტი გზას უხსნის უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს რუსული აგრესიის შეკავების მიზნით. უკრაინამ პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც მოიცავს სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

banner
წინა სტატიაშიომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება, ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ თუ უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაბახმუტთან, კლეშეევკას გათავისუფლებას პრეზიდენტი ზელენსკი ადასტურებს