იენს სტოლტენბერგი საქართველოში შემოდგომაზე ჩამოვა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტლტენებრგი საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩამოვა. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში შედგება. სტოლტენბერგის თქმით, ეს იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშანი.

“ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს მოკავშირეების წახალისებას საქართველოსადმი მხარადჭერისკენ. მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას მიმდინარე წლის შემოდგომას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფაგლებში. ეს იქნება მკაფიო დადასტურება საქართველოს ტერიტორიული მთილიანობსია და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს მიზანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში.

“ჩვენ ასევე გავაძლიერებთ მხარდაჭერას აღმოსავლელ პარტნიორებთან. გუშინ გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და დავეხმაროთ მას ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

“ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყეტილებას და მხარს ვუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვახორციელეთ ყოველისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ელემენტი”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა (ვიდეო)
შემდეგი სტატიანატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში, ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში 2017 წელს გაიმართება