იენს სტოლტენბერგი : საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის

საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის, – ეს განცხადება ჩდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ყველა წევრი თანხმდება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო არასდროს დადგება არჩევნის წინაშე ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ს წევრობას შორის. ის გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც დააკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველო ნატო-ს კომისიის სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო არის NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი.

„თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველო არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი. საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვის სივრცის უსაფრთხოებისთვის. ეს NATO-ს პრიორიტეტია“, -განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის სივრცეში უსაფრთხოების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა გვითხრა, თუ ბიზნესზე ზეწოლა მოხდება, ხმამაღლა იყვირეთ, მაუპატიურებენო, ახლა გამოდის, ბიზნესს აუპატიურებენ – დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატია„თბილისობის“ ღონისძიებები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ადგილზე გაიმართება