იენს სტოლტენბერგი: საქართველო უფრო უახლოვდება ნატოს და მზად ვართ ამაში დაგეხმაროთ

საქართველო ატარებს შთამბეჭდავ თავდაცვით რეფორმებს და უფრო ავითარებთ დემოკრატიას. საქართველო უფრო უახლოვდება ნატოს და ჩვენ მზად ვართ ამაში დაგეხმაროთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იან სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-საქართველოს ყოვლისმომოცველი მხარდამჭერი პაკეტის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ წარვადგინეთ ნატო-საქართველოს ყოვლისმომოცველი მხარდამჭერი პაკეტი საქართველოს თავდაცვიუსნარიანობის გასაძლიერებლად. პაკეტის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. გასულ წელს თბილისში ვიზიტის დროს ჩემზე შთაბეჭდილება მაოხდინა საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელებამ. თბილისში ჩვენი საერთო საწვრთნელი ცენტრი ფუქციონირებს. დაიწყო ერთობლივი სწავლებები. საქართველოს რეფორმების განხორციელებაში ნატო-ს 30 ექსპერტი ეხმარება. ეს არის კარგი როგორც ჩვენთვის, ისე საქარველოსთვის, ეს არის საქართველოსადმი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერის გამომხატველი ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდბელობის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა”, – განაცხადა იენ სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, საქართველო და ნატო ერთმანეთს უახლოვდებიან.

„მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ თქვენ ხმარდაჭერას გავაგრძელებთ. ველი თქვენთან შეხვედრას ვარშავაში რამდენიმე კვირაში. საქართველო ატარებს შთამბეჭდავ თავდაცვით რეფორმებს და უფრო ავითარებთ დემოკრატიას. საქარველო უფრო უახლოვდება ნატოს და ჩვენ მზად ვართ ამაში დაგეხმაროთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერის პაკეტს
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს