იენს სტოლტენბერგი: საქართველო-ნატოს პარტნიორობას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

საქართველო-ნატოს პარტნიორობას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ-ეს განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართლ პრესკონფერენციაზე ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. სტოლტენბერგ ის თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას გამოიჩინეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში. მათ სწრაფი რეაგირება მოახდინეს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ავღანეთში, გამოიჩინეს სიმამაცე. ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. ეს ადასტურებს, თუ როგორი წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენი ღირებულებების დაცვაში. საქართველო-ნატოს პარტნიორობას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ ეს პარტნიორობა და განვავითაროთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ აწყურთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია(VIDEO) სტოლტენბერგი: ნატოსკენ საქართველოს მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში