იენს სტოლტენბერგი – პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით

პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“,- თქვა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა აწარმოოს.

წინა სტატიაშიუკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას
შემდეგი სტატიაუკრაინელი დამცველები მელიტოპოლს უახლოვდებიან