იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2020 წლის 30 სექტემბრამდე იმუშავებს

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2020 წლის 30 სექტემბრამდე იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება ალიანსის წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს.

იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სტოლტენბერგს გერმანიის “სრული მხარდაჭერა აქვს”.

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2014 წლის 1 ოქტომბერს აირჩიეს. ის ნატოს მეცამეტე გენერალური მდივანია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: მიშას საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს