იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება

ნატო-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას და ეხმარება ამ გზაზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც უთხრა.

„ნატო-ს კარი ღიაა და ეს მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ალიანსში სულ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს ნიშნავს, რომ ნატო მზადაა, ახალი წევრების მისაღებად და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რეალობა. ეს ხდება, როდესაც ალიანსის ყველა წევრი თანხმდება და როდესაც ასპირანტი ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგივე შეტყობინება გადავეცი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე. მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტუტუტების განმტკიცების მხარდაჭერით. მე ვერ ვისაუბრებ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ნაცვლად, მაგრამ ველოდები აშშ-ის სახელმწფო მდივანთან შეხვედრას აქ, ნატო-ში და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება რუსეთი. რუსეთმა რამდენჯერმე გამოხატა, რომ მას აქვს უფლება, დაბლოკოს ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება. ეს ვნახეთ ბოლოს ბოსნია და ჰერეცეგოვინას შემთხვევაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას, გარდა ნატო-ს წევრებისა და ასპირანტი სახელმწიფოს, არ აქვს უფლება, მიიღოს კონკრეტული ქვეყნის ნატო-ში გაწვრიანების გადაწყვეტილება, და ეს ეხება საქართველოსაც. საქართველოს სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გეზი. არავის სხვას ამ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს“, – განაცხადა იენს სტოლტენგერგმა.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერეციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ისაუბრა იმ თემებზე, რომელსაც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ორდღიანი შეხვედრის დროს, 23 და 24 მარტს განიხილავენ, მათ შორის იქნება რუსეთის საკითხიც. ამ კონტექსტში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ახსენა საქართველოც. მისი თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს სართაშორისო კანონმდებლობას და აგერესიულად იქცევა მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის მიმართ. მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში რუსეთის ამ ქცევაზე პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტი.

„რუსეთსა და ნატო-ს შორის უკვე დიდი ხანია, რთულია ურთიერთობებია. ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სახმედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის კიბერთავდასხმებზე, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე და ა.შ. რუსეთის ასეთმა ქცევამ განაპირობა ალიანსის ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის შემდეგ, მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალების დაფუძნება, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის საბრძოლო დანაყოფების გაგზავნა და დაფინანსების გაზრდა. ასევე, კიბერუსაფრთხოებაში ძალისხმევის გაძლიერება და რუსეთის ქცევის მკაფიო დაგმობა, მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობიან დემონსტრანტებს ესხმის თავს. საბოლოო ჯამში, რუსეთის სახელმწიფოს ქცევაზე პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ჩვენ ვნახეთ აგრესიული ქმედებები, მათ შორის ოპონენეტების მკვლელობის მცდელობა, ნატო ასევე შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ რუსეთმა ავღანეთში მყოფი ნატო-ს ჯარისკაცების მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა. ყველაფერი ეს არის მიუღებელი ქცევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება
შემდეგი სტატიაკახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა