იენს სტოლტენბერგი- ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის – საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის – საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის – საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვემიჯნებით ევროპაში ნებისმიერ იდეას გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით”,- წერს იენს სტოლტენბერგი.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის პრემიერ-მინისტრი – მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს
შემდეგი სტატიახოშტარია: ყველა პოლიტიკოსი მოლოდინშია, რომ შეიძლება დაგიჭირონ – კოორდინირებული ვიქნებით