იენს სტოლტენბერგი: მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი

მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მივიღოთ უფრო მეტი ნატო საქართველოში, ასეევე უფრო მეტი საქართველო ნატო-ში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი მიესალმა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებსა და თანამშრომლობის დროს იქნა მიღწეული.

„საქართველო პროგრეს აღწევს. ჩვენ განვახორციელეთ ყოვლისმომცველი პაკეტი, ჩვენ გვაქვს საერთო საწვრთნელი ცენტრი, ჩვენ გვყავს საქართველოში ნატო-ს 30 ექსპერტი, საქართველოს შიარაღებულ ძალებთან ერთად ჩავატარეთ რამდენიმე წვრთნა ნატო-სა და ნატო-ს მოკავშირე ძალების მონაწილეობით. საქართველო ასევე ახორციელებს რეფორმებს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახდენს და აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტებს. ყველაფერი ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი ცალკე საქართველოსთვის, ასევე იმიტომ, რომ საქართველოს აახლოვებს ნატო-ს წევრობასთან და ევროატლანტიკურ ინტერგაციასთან”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-საქართველოს კომისიასთან, ყოველისმომცველ პაკეტთან.

“გასული წლის დეკემბერში ჩვენ განვაცხადეთ, რომ MAPრჩება ინტეგრაციული პროცესის ნაწილად. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რას მოისურვებენ სახელმწიფოების მეთაურები და მთავრობები, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის გაგრძელება, MAP-ის მნიშვნელობაზე ფოკუსირება. ეს არის მიდგომა, რომელიც ალიანსში მხარდაჭერით სარგებლობს. მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მივიღოთ უფრო მეტი ნატო საქართველოში, ასეევე უფრო მეტი საქართველო ნატო-ში. სწორედ ამას ვაკეთებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის 2008 წლის ომის ყველაზე ტრაგიკული შედეგი” – ზურაბ აბაშიძე რუსი ოკუპანტების ქმედებაზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მოსამართლე ტურავა ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში