იენს სტოლტენბერგი: კონსულტაციას გავივლით ნატოს ყველა მოკავშირესთან შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

„გერმანიამ გამოაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის მსხვერპლია. მე მტკიცედ ვგმობ სამხედრო ნერვული აგენტის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო გადაუდებელს ხდის რუსეთის მიერ სრული და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. ჩვენ კონსულტაციას გავივლით გერმანიასა და ნატოს ყველა მოკავშირესთან შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.

დღეს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ჩვენი ყოვედლღიურობით უნდა შევქმნათ წარმატებების ისტორია, უნდა შევქმნათ წარმატებული გლეხები, წარმატებული სოფლები, რაიონები და ქალაქები
შემდეგი სტატიაიური შვიტკინი: “ნოვიჩოკს” საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ