იენს სტოლტენბერგი: გვჯერა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს

გვჯერა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

“საქარათველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზანილი ნატო-სა და საქართველოს შორის ძლიერი მეგობრობისა და საქართველოს მიერ ავღანეთის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მაღალი დაფასება. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღეს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვისა და ჩვენ მადლობლები ვართ ამის. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს ნატო-ს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. როგორც ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ფუნდამენტურ რეფორმებში, კანონის უზენაესობის, სასამართლო სფეროში, თავდაცვისა და უსაფრთხოების მხრივ განხორციელებული რეფორმებით და უფრო მწიფე დემოკრატიის განვითარებით. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ თვეს დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. ნატო მოუწოდებს საქართველოს, კიდევ უფრო გააღრმავოს მიღწეული პროგრესი. პირობას ვდებთ, რომ ნატო გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან, რომ მოამზადოს ალიანსის წევრობისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: გამორიცხულია, მთავრობამ რომელიმე პარტიაზე ან პოლიტიკოსზე ძალა იხმაროს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა