იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას – მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული, თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია , – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას.

„ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემები, ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების პროცესში, შავი ზღვის რეგიონში.

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ნატოს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის