იენს სტოლტენბერგი: დღეს პუტინმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის წინ ვამბობდით

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალის ყოფნის შესახებ ეხმიანება.

„პუტინის განცხადება აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ, ზუსტად იგივეა რასაც ჩვენ კარგა ხანის წინ ვამბობდით. აღნიშნულზე ჩვენი ინფორმაცია ჩვენს სადაზვერვო მონაცემებს, ასევე მედიის და მთელი რიგი არასამთავრობოების განცხადებებს ეფუძნებოდა. დღეს ეს ყველაფერი პრეზიდენტმა პუტინმაც დაადასტურა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალის ყოფნა დაადასტურა

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: ეს რუსეთს უამრავ უკანონოდ მიტაცებულ რამეს დაათმობინებს საქართველოს სასარგებლოდ
შემდეგი სტატია“რუსეთის საბოლოო მიზანი არის საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების დასმა და მისი ყველა ქმედება აქეთკენაა მიმართული”