იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველო-ნატო-ს ეთობლივ წვრთნასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოემხაურა.

როგორც იენს სტოლტენებრგმა ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატო-ს მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი და სრულად შეესაბამება ალიანსის საერთაშორისო ვალდებულებებს.

“რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი, პორპორციული და სრულად შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას. მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ. მივესალმები საქართველოსა და ნატო-ს შორის პარტნიორობის განვითარებას და გაძლიერებას. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ, მოვძენოთ გზები დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები, რათა რეაგირება მოვახდინოთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობაზე. ამას ნატო აკეთებს კიდეც. ჩვენ უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ, ეს არის რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის არხების შენარჩუნების საშუალებაა”,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხეა.

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადაში ჩხუბის გამო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
შემდეგი სტატიარუსეთში ქრთამის აღების ფაქტზე ეკონომიკის მინისტრი დააკავეს