10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

იენს სტოლტენბერგი – არ არსებობს გარანტია, რომ ნატო ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება.

მისი თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ნატო გადაურჩება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას, რომელმაც საკმაოდ ღიად გამოხატა უკმაყოფილება ალიანსის მიმართ. თუმცა, სტოლტენბერგი მაინც ფიქრობს, რომ ნატო გაიმარჯვებს.

„ძლიერი ნატო კარგია ევროპისთვის, კარგია კანადისთვის, მაგრამ ის ასევე კარგია შეერთებული შტატებისთვისაც. ჩვენ ვეხმარებით აშშ-ს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში, რომელიც აუცილებელია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა ძირითადად მიმართულია არა ნატო-ს წინააღმდეგ, არამედ იმ წევრებისადმი, რომლებიც ალიანსში საკმარის ინვესტიციას არ დებენ. კარგი ამბავია, რომ ეს მოცემულობა შეიცვალა და იცვლება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, ნატო ამ კონფლიქტში არ ჩაერთვება.

„ნატო-ს არასდროს უთამაშია მნიშვნელოვანი როლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პრევენცია, რათა ნატო კონფლიქტში არ ჩაერთოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: თუ „ოცნებას“ საერთოდ დაკარგული არ აქვს საკუთარ მომავალზე ხედვა, რაიმე რაციონალური ნაბიჯის გადადგმა მართებს
შემდეგი სტატია„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდებს