იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება

ნატო-ს გენერალური მდივანი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება დონალდ ტრამპთან შეხვედრას, ასევე ბრიუსელში ნატო-ს 2017 წლის სამიტზე მის მასპინძლობას.
სტოლტენებრგის განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.

«ჩვენ უსაფრთხოების ცვალებადი ახალი გარემოს წინაშე ვართ, ჰიბრიდული ომის, კიბერთავდასხმების, ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით. აშშ-ის ლიდერობა მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. ჩვენი ალიანსი ამერიკის უახლოესს მეგობრებს თითქმის 70 წლის განმავლობაში მშვიდობასა და კონფლიქტის პერიდოში აერთიანებდა. ძლიერი ნატო კარგია აშშ-სთვის და ევროპისთვის. ნატო მტკიცედ პასუხობს უსაფრთხოების ახალი ვითარებას. თუმცა ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მე მოუთმენლად ველოდები ბატონ ტრამპთან მალე შეხვედრას და ბრიუსელში ნატოს მომავალი წლის სამიტზე მის მასპინძლობას”, ნათქვამია სტოლტენებრგის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: „პუტინი „ნამდვილ ადამიანებად“ მხოლოდ თეთრ მამაკაცებს თვლის!“
შემდეგი სტატიალადო სადღობელაშვილი: ირაკლი ვაჭარაძე იმყოფება პატრიარქის დაუძინებელი მტრის დაქვემდებარებაში