იენს სტოლენბერგი: ნატოს ბატალიონები რუმინეთში რუსეთის შეკავებისკენ არის მიმართული

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლენბერგი თვლის, რომ ალიანსის მრავალეროვნული ბატალიონები, რომლებიც რუმინეთში არიან დისლოცირებულნი, წარმოადგენენ რუსეთის შეკავებისკენ მიმართულ ზომებს. ამის შესახებ მან განაცხადა ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე. სააგენტო “Reuters” მოჰყავს სტოლენბერგის სიტყვები იმის შესახებ, რომ ნატოს ბატალიონების რუმინეთში განთავსება უკავშირდება რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობას შავი ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით ყირიმში. სტოლენბერგმა აღნიშნა, რომ შავ ზღვაში ახლა სულ უფრო მეტი სამხედრო-საზღვაო სწავლება ტარდება სამხედრო გემების მონაწილეობით. გენერალური მდივნის თქმით, იგი არ არის ახალი ცივი ომის მომხრე.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოს და ერდოღანის პირისპირ შეხვედრა ორ საათზე მეტი გაგრძელდა
შემდეგი სტატიათურქეთში 143 სამხედროს გაასამართლებენ