იენ სტოლტენბერგი: პუტინს უნდა ესმოდეს, რომ ომის გაგრძელებას ძალიან მაღალი ფასი აქვს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთს ომის გაგრძელება ძალიან ძვირი დაუჯდება. ინფორმაციას უკრაინული მედია European Pravda ავრცელებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის რომ რუსეთს უკან დასახევი პირობები შეუქმნან.

მისივე თქმით, თუ დასავლეთი ამას გააკეთებს ომი მშვიდობიანად დასრულდება.

„პუტინს მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, უკრაინა კი გაიმარჯვებს, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო,“ , – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის ზრდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაGWP აქვეყნებს ქუჩების სიას, სადაც წყალმომარაგება 30 საათზე მეტით შეწყდება