„იემსი“‭ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს‬ მიმართავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2020 11:51

„იემსი“‭ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს‬ მიმართავს

მნიშვნელოვანი

  • „იემსი“‭ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს‬ მიმართავს

სხვა სტატიები

ადამიანის‭ ‬უფლებების‭ ‬‬სწავლებისა‭ ‬და‭ ‬მონიტორინგის‭ ‬ცენტრი‭ ‬‬(იემსი)‭ ‬თბილისის‭ ‬საქალაქო სასამართლოს‭ ‬შუამდგომლობით‭ ‬მიმართავს‭ ‬და‭ ‬დეკანოზ‭ ‬გიორგი‭ მამალაძის‭ მიმართ ‬სასჯელის‭ ‬ ‭ ‬გადავადებას‭ ‬ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებით, მიზეზი გიორგი მამალაძის‬ ‭‬მძიმე ჯანმრთელობის‭ ‬მდგომარეობაა.

„როგორც‭ ‬ ცნობილია,‭ დეკანოზი‭ მამალაძე‭ ‬2019‭ ‬‬წლის‭ 22‭ ‬თებერვლიდან‭ საქართველოს იუსტიციის‭ ‬სამინისტროს‭ ‬‬სპეციალური‭ ‬პენიტენციური‭ ‬სამსახურის‭ ‬N18‭ ‬სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით ‬2019‭ ‬წლის‭ ‬15‭ ‬თებერვალს ‬გაუარესდა. ‬ის‭ ‬თავდაპირველად‭ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, მამალაძე პენიტენციური‭ ‬სამსახურის‭ გადაწყვეტილებით,‭ ‬ ‭ ‬ღუდუშაურის კლინიკიდან‭ ‬რამდენიმე‭ ‬დღეში მოულოდნელად N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. N18 ‭სამკურნალო‬ ‭დაწესებულებაში‬ ‭დეკანოზის‬ ‭მოთავსებისთანავე‬ „იემსი“ ‭მიუთითებდა‬‬ ‭მის‬ ‭მიმართ‬ გამოვლენილ‭ ‬არასათანადო‭ ‬მოპყრობაზე‭ ‬და‭ ‬ადეკვატური‭ ‬მკურნალობის‭ ‬ჩატარების‭ ‬სირთულეზე‭, ‬რაც‭ ‬კიდევ‭ ‬უფრო‭ ‬ამძიმებდა‭ ‬მსჯავრდებულის‭ ‬მდგომარეობას‭ ‬და‭ ‬ჯანმრთელობის‭ ‬გაუარესების‭ ‬ რისკებს‭ ‬ქმნიდა‭.

‬სახალხო‭ ‬დამცველი‭ ‬რეკომენდაციაში‭ ‬ასევე‭ ‬უთითებდა‭, ‬გიორგი‭ ‬მამალაძის‭ ‬სამოქალაქო‭ ‬პროფილის‭ ‬კლინიკაში‭ ‬გადაყვანის‭ ‬აუცილებლობაზე‭. ‬თუმცა‭, ‬სპეციალურმა‭ ‬ პენიტენციურმა‭ ‬სამსახურმა‭ ‬არც‭ ‬ერთი‭ ‬რეკომენდაცია‭ ‬არ‭ ‬გაითვალისწინა‭ ‬და‭ ‬არ‭ ‬მიიღო‭ ‬სათანადო‭ ‬ზომები‭ ‬მამალაძის‭ ‬მიმართ‭ ‬ადეკვატური‭ ‬მკურნალობისთვის‭. ‬უნდა‭ ‬აღინიშნოს‭, ‬რომ‭ ‬გიორგი‭ ‬ მამალაძის‭ ‬ჯანმრთელობის‭ ‬მდგომარეობა‭ ‬კვლავ‭ ‬მძიმეა‭, ‬მისთვის‭ ‬კვლავ‭ ‬პრობლემას‭ ‬წარმოადგენს‭ ადეკვატური‭ ‬ფსიქოთერაპიის‭ ‬წარმართვა‭, ‬რამდენადაც‭ ‬იგი‭ 24 ‬საათიანი‭ ‬აუდიო‭-‬ვიდეო‭ ‬ მონიტორინგის‭ ‬ქვეშ‭ ‬იმყოფება‭ ‬და‭ ‬ექიმისა‭ ‬და‭ ‬პაციენტის‭ ‬ურთიერთობის‭ ‬კონფიდენციალურობის‭ ‬დაცვის‭ ‬არარსებობის‭ ‬პირობებში‭, ‬შეუძლებელია‭ ‬ფსიქოთერაპიის‭ ‬სერვისის‭ ‬მიღება‭. ‬ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით სამჯერ შეაფასეს‭ ‬კვალიფიციურმა‭ ‬ექსპერტებმა,‭ ხოლო ‭კიდევ ‭ერთი ‭დამატებითი ‭ექსპერტიზა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ‬სამივე ‭ექსპერტიზის ‭ ‬შემთხვევაში ‭დადასტურებულია ‭დეკანოზის ‭ ‬დიაგნოზი (დისოციაციური ‭ ‬მოტორული ‭ ‬აშლილობა)‭ ‬და ‭‬განსაზღვრულია,‭ ‬რომ ‭სასჯელაღსრულების დაწესებულებას ‬არ ‬გააჩნია ‬მსგავსი ‬შემთხვევის ‬მართვის ‬შესაძლებლობა.‭ ‬ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ‭2019‭ ‬წლის ‭დეკემბერში ‬დამოუკიდებელი ‭‬ექსპერტების ‭‬მიერ ‭წამებისა ‭და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით ‭მომზადებული ‭ექსპერტიზის ‭დასკვნა,‭ ‬რომლის‭ ‬თანახმადაც‭ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მათ შორის, პარალიზებულ კიდურებზე ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები აღინიშნება და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის ‭სერიოზული ‭ ‬რისკი ‭ ‬არსებობს.‭

‬დასკვნის ‭მიხედვით,‭ პენიტენციური ‬სამსახური ვერ ‭უზრუნველყოფს მამალაძის ‭შემთხვევის ‭ადეკვატურ ‬მართვას ‭და ‭ექსპერტთა ‭ჯგუფი ‬გასცემს მკაფიო ‭რეკომენდაციას სასჯელის ‭ ‬მომხდის გადავადების ‬აუცილებლობაზე. აქვე ‭აღნიშნულია, რომ კატეგორიულად ‬გამორიცხულია ‭მამალაძის ‬მხრიდან ‬ადგილი ‭ჰქონდეს ‬სიმულაციას, როგორც მითითებულია ‭ ‬პენიტენციური ‭სამსახურის ‬მიერ ‭ჩატარებულ ‭ექსპერტიზის ‭დასკვნაში ‭და მსგავსი ‭ცრუ ‭ინფორმაციის ‬გავრცელება ‬მსჯავრდებულის ‭ფსიქო-ემოციურ ‭მდგომარეობას დამატებით ზიანს აყენებს. ექსპერტიზის დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ საპატიმრო პირობები გახდა მამალაძის ტრავმის მასტიმულირებელი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს განიცადა პოლიტრამვა, რომელიც ვერ იქნა დროულად ამოცნობილი ადმინისტრაციის მიერ და საბოლოოდ‭ ‬გამოიწვია‭ ‬ჯანმრთელობის‭ ‬‬დაზიანება.‭

‬დეკანოზის‭ ‭დაკავების,‭ ‬მისი სისხლისსამართლებრივი‭ ‬დევნისა‭ ‬და‭ ‬მსჯავრდების‭ პროცესი,‭ რომელიც‭ სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების უხეში დარღვევისა და კლერიკალური და პოლიტიკური აქტორებისგან საინფორმაციო ზეწოლისა და შევიწროების ფონზე მიმდინარეობდა, მას უმძიმეს ემოციურ‭ ‬მდგომარეობაში‭ ‬‬აყენებდა‭ ‬და‭ დაუცველობის‭ ‬ ‭ ‬ღრმა‭ განცდას‭ ‬უჩენდა.‭ ‬‭შესაბამისად,‬ სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგოლომაში „‭იემსი“ ‬ასაბუთებთს სტრესისგან თავისუფალ,‭‭ ‬უსაფრთხო‭ ‭‬გარემოში‭ ‬დეკანოზის‭ ‬გადაყავანის‭ ‬ ‭ ‬ ‭ ‬მნიშვნელობას‭‭ ‬მისი მკურნალობისთვის,‭ ‭რაც‭ ფსიქოსომატური‭ დაავადების‭ ‬მიზეზის‭ ‬შეცვლისა‭ და‭ მისთვის ადეკვატური და კომპლექსური მკურნალობის მიღების შესაძლებლობას შექმნის.‭ ‬ ცხადია,‭ ‬‬რომ‭ ‬N18‭ ‬სამკურნალო‭ ‬დაწესებულებაში‭ ‬არსებული‭ პირობებისა‭ და ‬მკურნალობის პროცესის‭ ‬ამ‭ ‬‬ფორმით‭ შენარჩუნება‭ დეკანოზის‭ ჯანმრთელობის‭ ‬მდგომარეობას‭ ‬არსებითად დაამძიმებს და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას კიდევ უფრო გაამყარებს. დეკანოზის ‭ჯანმრთელობის ‭მდგომარეობის ‭ ‬გათვალისწინებით,‭ ‬„იემსი“ საჭიროდ ‭მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ‬მოხდის ‭‬გადავადების ‬მექანიზმის ‭ ‬გამოყენებას,‭ ‬რაც ‬გულისხმობს,‭ რომ გიორგი‬ მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო,‭ ‬მშვიდ‭ ‬და‭ ‬თავისუფალ გარემოში ‬ჩაიტაროს ‬ადეკვატური ‬მკურნალობა ‭და მხოლოდ‭ ‬ ჯანმრთელობის ‭ ‬მდგომარეობის ‬გაუმჯობესების შემთხვევაში ‬დაბრუნდეს სასჯელის ‬მოხდის ‭ადგილზე. ეს ‭პროცედურა მსჯავრდებული პირების‭ ‬მიმართ ‭ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობში მყობი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს“ ,- აცხადებენ ორგანიზაციაში. ‬

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2020 11:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics