იემენში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 42 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის ქალაქ მუკალაში, თვითმკვლელმა ტერორისტებმა, აფეთქებების სერია მოაწყვეს. დაღუპულია 42 ადამიანი, ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეები – The Independent-ი წერს.
სულ ოთხი აფეთქება მოხდა. ტერორისტებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ბლოკ-პოსტებს შეუტიეს.
თავდასხმა დღეს საღამოს მოხდა, როცა ჯარისკაცები, რომლებიც რამადანს იცავდნენ, შენობის შიგნით ისვენებდნენ.
იემენის უშიშროების სამსახურების მონაცემებით, სამხედროები იმ ბატალიონის წევრები იყვნენ, რომლებმაც ქალაქი ალ-ქაიდასგან გაანთავისუფლეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშინავთობ Brent-ის ფასმა 50$-ს მიაღწია
შემდეგი სტატიაკომპანიის ფინანსური დანაშაულებების ბაზა ინტერნეტში გამოაქვეყნეს