იემენმა საუდის არაბეთს ბალისტიკური რაკეტა ესროლა

,,ალ არაბიას,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა საკუთარი დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ჩამოგდება, საუდის არაბეთისთვის ზიანის გარეშე მოხდა.

იემენის ჰუსიტთა თავდაცვის სამმართველოს მონაცემებით, მათ მიერ გაშვებული რაკეტის სამიზნე დედაქალაქ ელ-რიადში მდებარე, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იყო.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ცისფერი კვერცხის წარმოებას იწყებენ
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ქუმსიკ, გენაცვალე, რა მაგარი ხარ, სად “დაასტუკე” ცუკერა და მისი აგენტურა?!