იემენის ტერაქტში 45 ადამიანი გარდაიცვალა

ტერორისტი-თვითმკვლელის აფეთქებას იემენში 45 ადამიანი შეეწირა – Reuters-ი წერს.
სხვა მონაცემებით, რომელიც The Daily Telegraph-ს მოყავს, დაღუპულია 60 ადამიანი. უცნობმა მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო დამონტაჟებული ააფეთქა. შემთხვევა ქალაქ ადენში მოხდა. 60 ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ხელისუფლების განცხადებით, მამაკაცი მანქანით ახალწვეულების სარეგისტრაციო ცენტრან მივიდა, სადაც მოხდა კიდეც ტერაქტი.
მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. იემენში რამდენიმე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ალეკო ელისაშვილი ცამდე მართალიც რომ იყოს, ბევრი ბოდიში თვითონ აქვს მოსახდელი და არც ცამდე მართალია
შემდეგი სტატიაბელგია: კრიმინოლოგიის ინსტიტუტზე თავდასხმა ტერაქტს არ უკავშირდება