იემენის ქალაქ ადენის აეროპორტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

იემენის ქალაქ ადენის აეროპორტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით პირი.

აფეთქებისა და სროლის ხმა აეროპორტში მას შემდეგ გაისმა, რაც თვითმფრინავიდან ჩამოსვლა დაიწყეს ახლად ფორმირებული მთავრობის წევრებმა, რომლებიც ქვეყანაში საუდის არაბეთიდან დაბრუნდნენ. პრემიერ-მინისტრ მაინ აბულმალიკის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის.

თავდასხმიდან რამდენიმე საათში, კიდევ ერთი აფეთქების ხმა პრეზიდენტის სასახლესთან გაისმა, სადაც მინისტრთა კაბინეტი შეხვედრას მართავდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ხვალინდელი კონცერტის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიადღეს 21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსენება