13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

იემენელი შიიტი “ჰუსიტები” საუდის არაბეთს თავს დაესხნენ

იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას  „ჰუსიტების“ არმიის პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი იაჰია სარეა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით,  შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სპეციალიზებული სამხედრო ოპერაცია, რომლის დროსაც სამიზნე გახდა საუდის არაბეთის შარურას რაიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე არსებული იარაღის საწყობები, ასევე სარდლობისა და მართვის ცენტრები.

“ჰუსიტების“ განცხადებით, ოპერაცია ქვეყნის წინააღმდეგ საუდის არაბეთის მხრიდან განხორციელებულ მუდმივ აგრესიაზე პასუხს წარმოადგენს.

„ვაფრთხილებთ საუდის არაბეთის დამნაშავე მტერს, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებას მისივე ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული კიდევ უფრო მძაფრი და მასშტაბური ოპერაციები მოჰყვება, შედეგები კი მისთვის დამღუპველი იქნება“, – აცხადებს გენერალი.

banner
წინა სტატიაში“მე სხვანაირად ვფიქრობ”- სიკორსკი ტრამპს არ ეთანხმება
შემდეგი სტატიახუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა კუპატაძეს მიმართავს