11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

იემენელი ჰუთები ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვით იმუქრებიან

ჰუთების მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-ეზი აცხადებს, რომ იემენელმა ჰუთებმა შესაძლოა ბაბ-ელ-მანდების სრუტე დაკეტონ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ შეწყვეტს ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უშლის მშვიდობას.

„ტრამპისთვის – და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მას არ ეწინააღმდეგებიან – ჯობია, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკა, რომელიც აბრკოლებს მშვიდობას და გამოავლინონ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უფლებების მიმართ პატივისცემა,“ _ განაცხადა ალ-ეზიმ.

ინფორმაციისთვის, ბაბ-ელ-მანდების სრუტე წითელ ზღვას აკავშირებს ადენის ყურესთან. მასში გადის მსოფლიოში საზღვაო გზებით ნავთობით ვაჭრობის დაახლოებით 12% და გათხევადებული ბუნებრივი აირით ვაჭრობის 8%.

დაჯგუფება „ანსარ ალაჰი“, დაჯგუფება, რომელიც ჰუთების სახელითაა ცნობილი და რომელსაც ირანი უჭერს მხარს, აკონტროლებს იემენის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას.

banner
წინა სტატიაშიპარიზში, თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიაში, სიხარულითა და მადლით აღსავსე დღე გათენდა
შემდეგი სტატიაNIYSO: ჩეჩნეთში უსაფრთხოების ძალებმა ექვსი ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს