იძულებით გადაადგილებულ 209 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

იძულებით გადაადგილებულ 209 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ თბილისში, რუსთავში, წალენჯიხაში, გარდაბანში, თეთრიწყაროსა და კასპში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა 209 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშNული ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულებას.

2012 წლიდან დღემდე, მუდმივი საცხოვრებლით თითქმის 15 ათასი ოჯახია უზრუნველყოფილი.

banner
წინა სტატიაშითედო კობახიძე: ბადრი ჯავახიშვილს ჩემი ვალი ჰქონდა და ეტაპობრივად ანგარიშზე მირიცხავდა
შემდეგი სტატიაპროკურორი: ოთარ ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ჰქონია ინტიმური ურთიერთობა