იდლიბთან დაკავშირებით პუტინის და ერდოღანის აზრები გაიყო

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების აზრები, სირიის პროვინცია იდლიბში, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, გაიყო.

თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც სირიაში სიტუაციის დარეგულირებას ეხებოდა, ერდორანს იდლიბის ირგვლივ სამშვიდობო შეთანხმების დადება სურდა , პუტინი კი ირწმუნებოდა, რომ სირიის ხელისუფლებას უფლება აქვს საკუთარ ქვეყანაში ყველა ტერიტორია მას ემორჩილებოდეს.

სამიტის მესამე მონაწილემ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანმა პირობა დადო, რომ ირანული არმია სირიიდან არ გავა და ისრაელსა და აშშ-ზე კრიტიკული აზრები გამოთქვა.

სამი ქვეყნის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ტერორისტების და შეიარაღებული ოპოზიციის ერთმანეთისგან გაყოფა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ დაუშვან. ის, რომ ბაშარ ასადი იდლიბზე შეტევისთვის ემზადება, ორი კვირაა ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშირეკლამების პოპულარული დამბლოკველი ჯაშუში პროგრამა აღმოჩნდა
შემდეგი სტატიათიბისი ბანკის მომხმარებლები “ერთგულ” ქულებს უკვე „კარფურშიც“ დააგროვებენ