იდლიანის თემში შემთხვევით 12 წლის გოგონამ მამა სასიკვდილოდ დაჭრა

მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემში შემთხვევით 12 წლის გოგონამ მამა სასიკვდილოდ დაჭრა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, ხაიშის თემში ოთარ ჭკადუა აცხადებს, ბავშვი ცეცხლსასროლი ირაღით, კერძოდ თოფით თამაშობდა, რა დროსაც მამის მიმართულებით შემთხვევითი გასროლა მოახდინა.

გარდაცვლილი 51 წლის დავით გაბლიანია.

დავით გაბლიანი იდლიანის საშუალო სკოლაში ისტორიის პედაგოგი იყო.

ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც მომხდარის დეტალებს აზუსტებს.

banner
წინა სტატიაშითმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან-ნიკა მელია
შემდეგი სტატიაივანიშვილი ასრულებს გავრილოვის დირექტივებს – ზურა მელიქიშვილი