იდიგოვი: მოკლულებიდან ერთ-ერთი ნამდვილად ახმედ ჩატაევია

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტ უმარ იდიგოვის თქმით, თბილისში სპეცოპერაციისას მოკლულებიდან ერთ-ერთი ნამდვილად ახმედ ჩატაევია.

“ახლა დარწმუნებული ვარ. მისი ახლობლებისგან გავიგე. არ ველოდი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა და არ დამიკავშირდებოდა. ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, რატომღაც არ დამიკავშირდა. ძალოვნებმა მსხვილკალიბრიანი იარაღი გამოიყენეს. სროლის შეწყვეტაზე უარი თქვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმებას მიაღწევდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე სერიოზული გეგმები არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლებს აიყვანდნენ და მოთხოვნებს, ულტიმატუმს დააყენებდნენ”

banner
წინა სტატიაშიალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა