IDFI: მარგველაშვილმა მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს

არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლებით ისარგებლობს. როგორც ჟურნალისტებს IDFI-ის წარმომადგენელმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, ცვლილებები დამოუკიდებელ მედიაკომპანიებს შემოსავლებს შეუმცირებს.

„ბევრი ექსპერტის აზრით, ეს ცვლილებები დააზარალებს დამოუკიდებელი მედიაკომპანიების ბაზარს, შეუმცირებს მათ შემოსავლებს. 50 მილიონიანი დაფინანსების პირობებში დამატებითი ხელშემწყობი კანონმდებლობის მიღება არარელევანტურია”, – აცხადებს ავალიშვილი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შერსყიდვების ნაწილში ცვლილებების პაკეტიც.

„ვხედვათ სერიოზულ კორუფციულ ნიშნებს და ამის დაბალანსება ვერ მოხდება აღნიშნული ცვლილებებით”, – მიაჩნიათ IDFI-ში.

პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს მაუწყებლობის შესახებ. თუმცა ამ დრომდე სადავო რჩება მთავარი საკითხი – უნდა შეეძლოს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის განმავლობაში კომერციული რეკლამის განთავსება და სტარტაპების დაფინანსება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც მათი შეფასებით, მიმართულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებულ, რეიტინგულ მაუწყებლად გარდაქმნაზე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა
შემდეგი სტატიასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა პირველ ეტაპზე 32 ქუჩაზე დაიწყება