IDFI-ის კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობამ მოსამართლეების შერჩევის პროცესზე არაფერი იცის

“ინფორმაციის განვითარების და თავისუფლების ინსტიტუტმა” იკვლია, რა იცის საზოგადოებამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის, კანდიდატების და სასამართლო სისტემის ინსტიტუტების შესახებ.

ერთ-ერთი კითხვა, რაც ორგანიზაციამ რესპონდენტებს დაუსვა, ეხებოდა პირველ ასოციაციას, რაც ახსენდებოდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას, 64%-ს არანაირი ასოციაცია არ უჩნდება – კითხვაზაე პასუხი იყო “არ ვიცი”.
რესპოდენტთა 3%-მა თქვა, რომ დადებითი ასოციაცია უჩნდება.
20%-მა თქვა, რომ უარყოფითი.
სამი ყველაზე ხშირად დასახელებული ასოციაცია იყო:

მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ – 6%;
დაუცველობა – 3% და
უნდობლობა – 2%.
დადებით ასოციაციებს შორის იყო:

იმედი – 1%,
პროცესი კარგი მიმართულებით მიდის – 0.6%
სამართლიანი სასამართლო – 0.2%;
უარყოფით ასოციაციებად, მათ შორის, დასახელდა:

უარყოფითი დამოკიდებულება – 2%
უსამართლობა – 1%;
კლანი – 1%
კვლევა სატელეფონოა და ის 2019 წლის 5-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური და იოსებ გოგაშვილი გამოკითხა