IDFI-ის ბრალდებებს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე პასუხობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნეპოტიზმის ბრალდებებს პასუხობს.

საქმე ეხება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს კომისიაში უმრავლესობის დეპუტატების ოჯახის წევრების დასაქმების შესახებ.

მარეგულირებლის ხელმძღვანელის თქმით, ყველა პირმა მუშაობა კომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დაიწყო.

„არც ერთი პირი, რომელზეც გაკეთდა მედიაში აქცენტი, არც ჩემი და არც კომისიის წევრის ნათესავი ან ახლობელი არ არის. რატომღაც არ გაკეთებულა აქცენტი, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე,“ – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ვატო აბაშიძე.

კომისია ორგანიზაციის რეკომენდაციებსაც იზიარებს.

ვახტანგ აბაშიძის თქმით, იგეგმება აპარატის რეორგანიზაციისა და რესტრუქტურიზაციის ჩატარება, რის შემდეგაც თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.

მარეგულირებლის ხელმძღვანელის თქმით, არასაშტატო თანამშრომლებიც მხოლოდ ხანმოკლე ვადით და სპეციალური პროექტებისთვის დასაქმდებიან.

banner
წინა სტატიაშიბესიკ ხარძიანი პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავდა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ქვორუმი შემცირდება